"თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებას სავარაუდოდ, საფუძვლად უდევს შენობების გასხვისების ინტერესი" - ექსპერტი ლელა ჩახაია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა - სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს შენობების გასხვისების ინტერესი,- ამის შესახებ განათლების საკითხების მკვლევარმა, ლელა ჩახაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ორივე უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ტრადიციის მქონე და მათი ასე, პირდაპირ გაერთიანება წარმოუდგენელია.
„საგანმანათლებლო ტრადიციებთან ბრძოლაა. აუცილებლად უნდა გავიგოთ ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, ასე გამოცხადება, რომ 2 ამხელა საუკუნის ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი გაერთიანდება, წარმოუდგენელია. სავარაუდოდ, ამას საფუძვლად უდევს ინტერესი შენობების გასხვისების, ითქვა რომ არ მოჰყვება კვოტების შემცირება და პერსონალის შემცირება, ეს მგონია შეუძლებელია. ვნახავთ, როდესაც სტუდენტების კვოტები გამოცხადდება და პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა. როდესაც ამ ორი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციის მქონე სასწავლებელს აერთიანებენ, განათლებასთან ბრძოლაა”,- აღნიშნა ლელა ჩახაიამ.
"ინტერპრესნიუსი"