"ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს" - პროფესორი ლევან გორდეზიანი - კვირის პალიტრა

"ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც ეს დაწესებულებები, სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს" - პროფესორი ლევან გორდეზიანი

მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, ლევან გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანება “ძალიან ცუდია”.

“არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს“, - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების რეფორმას, როგორც ლევან გორდეზიანმა აღნიშნა, რაც დღეს ხდება, არის იმის საწინააღმდეგო, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა.

“გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ “ქართული ოცნება” გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს", - ამბობს გორდეზიანი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა