"მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ 10 წელია..." - ქეთათო პოპიაშვილი პირადზე, ირაკლისა და მუსიკალურ დასაწყისზე - კვირის პალიტრა

"მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ 10 წელია..." - ქეთათო პოპიაშვილი პირადზე, ირაკლისა და მუსიკალურ დასაწყისზე

ნან­კა გვა­რის პოდ­კასტს ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუ­მა­რი ჰყავ­და - ქე­თა­თო პო­პი­აშ­ვი­ლი. ეს არ იყო მხო­ლოდ მო­რი­გი ინ­ტერ­ვიუ; ეს იყო ემო­ცი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა წარ­სულ­სა და აწ­მყო­ში, სა­დაც მუ­სი­კოს­მა და ხე­ლო­ვან­მა სა­კუ­თარ თავ­თან დარ­ჩე­ნილ­მა ისა­უბ­რა ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც სტკი­ვა, აბედ­ნი­ე­რებს... ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­დან და­წყე­ბუ­ლი, დღე­ვან­დე­ლი სიმ­შვი­დის ძი­ე­ბამ­დე - ქე­თა­თომ გუ­ლახ­დი­ლად გა­უ­ზი­ა­რა მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბი.

- ზოგ­ჯერ ვცდი­ლობ, ისევ რა­ღაც ძველ ჩემ თავს და­ვუბ­რუნ­დე, ან რა­ღაც ახა­ლი შევ­ქმნა. ისევ იმ პირ­ველ კი­თხვას­თან მი­ვე­დი: ვინ ვარ? ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვი­საც მინ­და ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც აი, ასე­თი ბევ­რი გა­სა­ჭი­რი არ იქ­ნე­ბა. ეს დე­მა­გო­გი­ას არ ჰგავს, მარ­თლა არის ხოლ­მე ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­მენ­ტე­ბი, რაც გვთრგუ­ნავს. თუნ­დაც გა­რეთ გახ­ვალ, ძა­ლი­ან ბევრ მი­უ­სა­ფარს - გინდ ცხო­ველს, გინდ ადა­მი­ანს - ხვდე­ბი და, რა­ღაც­ნა­ი­რად, რაც არ უნდა მო­ა­ხერ­ხო შენი კომ­ფორ­ტის შექ­მნა, თით­ქოს ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი არ გერ­გე­ბა, იმი­ტომ რომ ირ­გვლივ ბევ­რი უბე­დუ­რე­ბაა. აი, 100%-ით ბედ­ნი­ე­რი, თუნ­დაც პი­რა­დი წარ­მა­ტე­ბით, ვერ იქ­ნე­ბი. სულ ამ ბა­ლან­სის და­ჭე­რა გვი­წევს.

ზოგ­ჯერ არის დღე, რო­დე­საც უფრო მეტი ენერ­გია გაქვს და რა­ღა­ცე­ბი ნაკ­ლე­ბად გე­ხე­ბა, ზოგ­ჯერ კი გა­რე­მო უფრო მე­ტად გთრგუ­ნავს. გა­რე­მო ყვე­ლა­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბად მოქ­მე­დებს. ვი­ღა­ცე­ბი ამას ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, ვი­ღა­ცებს გა­და­აქვთ ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ სო­ცი­უმს, გა­რე­მოს - სად ვართ, რო­გორ ვართ - ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ირაკ­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი და­სა­წყი­სი

17 წლის ვი­ყა­ვი მე და ირაკ­ლი იყო 34. ზუს­ტად ორ­ჯერ ჩემ­ზე დიდი, რო­დე­საც ერ­თად ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყეთ. მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დი, 16 წლი­დან. ეს ჩემ­თვის იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ეტყო­ბა, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვე­ძებ­დი ისეთ ადა­მი­ანს, ვის­თა­ნაც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი მექ­ნე­ბო­და და ერ­თმა­ნეთს ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ­დით. გააგრძელეთ კითხვა