"მყავს მეგობარი, ადამიანი, რომელთან ერთადაც ვარ 10 წელია..." - ქეთათო პოპიაშვილი პირადზე, ირაკლისა და მუსიკალურ დასაწყისზე
ნანკა გვარის პოდკასტს ამჯერად განსაკუთრებული სტუმარი ჰყავდა - ქეთათო პოპიაშვილი. ეს არ იყო მხოლოდ მორიგი ინტერვიუ; ეს იყო ემოციური მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში, სადაც მუსიკოსმა და ხელოვანმა საკუთარ თავთან დარჩენილმა ისაუბრა ყველაფერზე, რაც სტკივა, აბედნიერებს... ირაკლი ჩარკვიანთან გატარებული დროდან დაწყებული, დღევანდელი სიმშვიდის ძიებამდე - ქეთათომ გულახდილად გაუზიარა მაყურებელს თავისი ცხოვრების ყველაზე ინტიმური დეტალები.
- ზოგჯერ ვცდილობ, ისევ რაღაც ძველ ჩემ თავს დავუბრუნდე, ან რაღაც ახალი შევქმნა. ისევ იმ პირველ კითხვასთან მივედი: ვინ ვარ? ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვისაც მინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აი, ასეთი ბევრი გასაჭირი არ იქნება. ეს დემაგოგიას არ ჰგავს, მართლა არის ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში მომენტები, რაც გვთრგუნავს. თუნდაც გარეთ გახვალ, ძალიან ბევრ მიუსაფარს - გინდ ცხოველს, გინდ ადამიანს - ხვდები და, რაღაცნაირად, რაც არ უნდა მოახერხო შენი კომფორტის შექმნა, თითქოს ბოლომდე ყველაფერი არ გერგება, იმიტომ რომ ირგვლივ ბევრი უბედურებაა. აი, 100%-ით ბედნიერი, თუნდაც პირადი წარმატებით, ვერ იქნები. სულ ამ ბალანსის დაჭერა გვიწევს.
ზოგჯერ არის დღე, როდესაც უფრო მეტი ენერგია გაქვს და რაღაცები ნაკლებად გეხება, ზოგჯერ კი გარემო უფრო მეტად გთრგუნავს. გარემო ყველაზე მეტ-ნაკლებად მოქმედებს. ვიღაცები ამას ყურადღებას აქცევენ, ვიღაცებს გადააქვთ ყურადღება, მაგრამ სოციუმს, გარემოს - სად ვართ, როგორ ვართ - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი და მუსიკალური დასაწყისი
17 წლის ვიყავი მე და ირაკლი იყო 34. ზუსტად ორჯერ ჩემზე დიდი, როდესაც ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მანამდეც ვიცნობდი, 16 წლიდან. ეს ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი. ყველანაირად ბედნიერი ვიყავი. ეტყობა, მთელი ბავშვობა ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვისთანაც საერთო ინტერესები მექნებოდა და ერთმანეთს ვუგულშემატკივრებდით. გააგრძელეთ კითხვა