"ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ, სამწუხარო ამბავი მაქვს..." - რას წერს ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა?
"ვისაც ხვიჩას ტრავმა გაგიხარდათ, სამწუხარო ამბავი მაქვს - 2 კვირაში ბრუნდება", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას უფროსი ძმა ნიკა კვარაცხელია.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი დასრულდა და გუშინ ამ ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. პსჟ საკუთარ მოედანზე "ნიუკასლს" დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1-1 დასრულდა. ამ შედეგით პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო კლუბს შორის ვერ მოხვდა და მერვედფინალისთვის პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
პსჟ-ს ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შედეგად გავიდა - გოლი ვიტინიამ გაიტანა.
ამწუხაროდ, მეოცე წუთზე ელანგა "კვარას“ ეუხეშა, ქართველმა მარჯვენა ტრავმა მიიღო და სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი. ის დეზირე დუემ შეცვალა.
Geo Team-ის ინფორმაციითაც, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის და იგი ვარჯიშს 2 კვირაში დაუბრუნდება. ვრცლად