"პურის რიგში თავი რომ არ დამემცირებინა, პურს არ ვჭამდი მანამდე, სანამ მოსწავლე არ ვიპოვე რომლის დედაც პურს აცხობდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"პურის რიგში თავი რომ არ დამემცირებინა, პურს არ ვჭამდი მანამდე, სანამ მოსწავლე არ ვიპოვე რომლის დედაც პურს აცხობდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"90-იანები მაქვს გამოვლილი.

პურის რიგში თავი რომ არ დამემცირებინა, პურს არ ვჭამდი იქამდე, სანამ მოსწავლე არ ვიპოვე რომლის დედაც პურს აცხობდა და ვცვლიდი ცოდნას ულამაზეს, ფუშფუშა პურში", - ამის შესახებ ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"რო "გავთხოვდი" და განაწყენებული მშობლებისთვის ტრანსპორტის ფულის თხოვნა დამამცირებლად მიმაჩნდა, უხელფასო სამსახურში დავდიოდი ფეხით რო, რაღაც დროს ხელფასიანიც მეშოვა.

მამაჩემს ოჯახის სარჩენი ფული რომ მოპარეს და დედაჩემი დაბნეულ/შეშინებული ვნახე, სახლიდან გავედი და ისეთი სამსახური ვნახე - 7 სულიან ოჯახს, მაშინდელი სტანდარტით, ფუფუნებისთვის ყოფნიდა.

ბავშვის გაჩენას დიდად არ ვაპირებდი, არ მინდოდა 90-იანების გაჭირვებაში დასიბნელეში ბავშვის ზრდა, მაგრამ ეგ დიდებული სიუპრიზი თავში რომ დამეცა, მთელი ორსულობა იმდენი დოკუმენტი ვთარგმნე - ბავშვისთვის ყველა საჭირო ნივთი პარიზში და ამერიკაში ვიყიდე, გაჭირვების პროტესტის ნიშნად და მერე იმდენი ვქენი, 3 წლიდან საფრანგეთში ვზრდიდი - ოღონდ ქართულად, აქაურ თანატოლ ქართველებზე უკეთ წერდა, 15 წლის ასაკში ქართველი ბლოგერი იყო.

ანუ უფრო მეტი .... ბიძინა, მიშა, კეზერა, ხაზარაძე .... ყველა ხარბ ავტოკრატს და ოლიგარქს ვათრევ, მრავალი წელია. ვათრევ პერსონალურად, უხეშად, უწმაწურად.ესეც ჩემი პროტესტია - რაღაც დროს, ყველა ფულით, ტელეეთერით და სხვადასხვა სახის შანტაჟით ცდილობდა ჩემი თავისუფლების შეზღუდვას და შანტაჟს "დავით" ვპასუხობ - ეგეთი პრინციპი მაქვს....

ხოდა აი ისევ ვგავარ, ისევ ვარსებობ და ისევ ნერვებს ვუშლი ყველას, ვისაც მინდა და მართლა მაინტრესებს, რისი იმედი გაქვთ? ქართული ოცნება / Georgian Dream - აი რა კანონი უნდს მიიღოთ ცხენებო, რომ გამოსავალი ვერ ვიპოვოთ მათ, ვინც 90-იანებს გადავურჩით?" - წერს ჩერგოლეიშვილი.