"დაე, მოვიდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს კიევში იწვევს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრა მისთვის შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევა, შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.
„მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი თქმით, ლიდერებს შორის შეხვედრის ნებისმიერი რეალური ფორმატი მისაღებია უკრაინული მხარისთვის.
"ინტერპრესნიუსი"