სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისი ადგილზე გამოძახებით - „აგრომოტორსის“ შეთავაზება ფერმერებს
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ტექნიკის გამართულობა პროცესების დროულად მართვაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. მცირე შეფერხებამაც კი, შეიძლება, წარმოების ჯაჭვი სერიოზულად დააზიანოს. სწორედ ამიტომ კომპანია „აგრომოტორსი“ (Agromotors) და მის ბაზაზე შექმნილი Tractor.ge უკვე 13 წელია, ქართულ აგროსექტორს ტექნიკის პროფესიონალურ მომსახურებასა და სოფლის მეურნეობის საკითხებში სრულ სისტემურ მხარდაჭერას სთავაზობს.
კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ერთი მხრივ, ნერგავს ტექნოლოგიურ სიახლეებს, რაც ფერმერებს წარმოების განვითარებაში ეხმარება და მეორე მხრივ, მომხმარებლებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიების მიერ გადამზადებული პროფესიონალების სერვისს, რაც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის.
Agromotors-ში განმარტავენ, რომ სასოფლო-სამეურნეო სექტორის მდგრადი განვითარება იწყება იქიდან, სადაც ტექნიკა უწყვეტად მუშაობს და ფერმერს ძლიერი და სანდო პარტნიორი ჰყავს. ასეთ პარტნიორად კი უკვე წლებია, ფერმერთა დიდი ნაწილი „აგრომოტორსს“ მოიაზრებს.

„აგრომოტორსი“ წლებია ასოცირდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან, თუმცა კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულება სწორედ სერვისია. ეს არ არის უბრალოდ სერვისი, რომელიც მხოლოდ დაზიანებული ნაწილის ან ზეთის შეცვლას მოიაზრებს, არამედ კომპანია ფერმერებს სთავაზობს სისტემურ მომსახურებას, დიაგნოსტიკიდან საბოლოო შედეგამდე.
სერვის ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებსაც კარგად ესმით ქართული სოფლის სოფლის მეურნეობის სპეციფიკა, მათ შორის: სეზონურობა, დროის დეფიციტი, მინდორში მუშაობის სირთულე და ის პასუხისმგებლობა და ზარალი, რაც თითოეულ გაჩერებულ ტექნიკას მოჰყვება.
კომპანიაში ტექნიკას არასდროს უყურებენ როგორც მორიგ შეკვეთას, არამედ მროგორც სამუშაო იარაღს, რომლის გაჩერებაც მნიშვნელოვან ზიანს ნიშნავს ფერმერისთვის.
Tractor.ge-ზე წარმოდგენილია „აგრომოტორსის“ ტექნიკისა და მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია, მათ შორის ტრაქტორების უახლესი მოდელების, სათადარიგო ნაწილების, აგრეგატების/მისაბმელებისა და ტექნიკური თუ მრჩევლის მომსახურების შესახებ.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა, რასაც ფერმერები განსაკუთრებით აფასებენ, აგრომოტორსის მობილური სერვისია. ბევრ შემთხვევაში ტექნიკის სერვის ცენტრამდე მიყვანა ან რთულია, ან უბრალოდ დროის კარგვაა.
აგრომოტორსის მობილური სერვისი ადგილზე მიდის და ასრულებს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
- პირველადი და სიღრმისეული დიაგნოსტიკა;
- მექანიკური და ელექტრო დაზიანებების შეკეთება;
- საჭირო მარაგ-ნაწილების შეცვლას;
- ტექნიკის სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას.
ამგვარი სერვისის ოპერატიულად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სეზონი აქტიურ ფაზაშია, ტექნიკა მინდორშია გაჩერებული და თითოეული საათი რეალურ ფინანსურ ზარალს უდრის. „აგრომოტორსის“ მობილური სერვისი დაუყოვნებლივ ცხადდება ადგილზე, თუნდაც მინდორში, სამუშაოების მიმდინარეობისას. ამგვარად შესაძლებელი ხდება პრობლემის დროულად მოგვარება და საველე სამუშაოების აღდგენა. რაც მთავარია, ფერმერი წინასწარ არის ინფორმირებული პრობლემის არსთან და ხარჯებთან დაკავშირებით, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მას.
აგრომოტორსის სერვისის ერთ-ერთი გამორჩეული მიდგომა არის პრობლემის საფუძვლიანი ანალიზი სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ:
- რატომ და რის გამო წარმოიშვა პრობლემა;
- რა შეიძლება გააკეთოს ფერმერმა მომავალში ამის თავიდან ასაცილებლად, რაც პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი.
სერვისის პროცესში ფერმერი ხშირად იღებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოუაროს ტექნიკას, რა შეამოწმოს პერიოდულად და რა შეცდომებს უნდა აარიდოს თავი. ექსპერტული ცოდნის გაზიარებით „აგრომოტორსი“ ინარჩუნებს სანდო და პროფესიონალი პარტნიორის ნიშას სასოფლო-სამეურნეო სექტორში.

„აგრომოტორსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორიცაა: JOHN DEERE, ANTONIO CARRARO, GREGOIRE BESSON, BEDNAR, ENOROSSI, AGROMELCA, GF, ORIZZONT. აღნიშნული კომპანიები აწარმოებენ ინოვაციურ ტექნიკას, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ფერმერს ეხმარება, თანამედროვე მიდგომებს შეუსაბამოს ის.
„აგრომოტორსში“ აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ტექნიკა სასურველ შედეგს მხოლოდ მაშინ იძლევა, როცა ეფექტიანად და შეუფერხებლად მუშაობს, ამიტომ კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანურ რესურსს და მათ პროფესიონალიზმს. მათი სერვისის მიწოდების უწყვეტობით კომპანია უკვე წლებია, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე.
„აგრომოტორსი“ თანამშრომელთა გადამზადებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ წამყვან ამერიკულ ბრენდთან, John Deere-თან თანამშრომლობს. გადამზადებული მობილური ჯგუფები ოპერატიულად ემსახურებიან ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში, პროფესიონალური ხელსაწყოებითა და სერვისის გარანტიით.
ამასთან, „აგრომოტორსის“ გუნდი ფერმერს აწვდის დეტალურ ინფორმაციას, როგორ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ტექნიკისგან; საჭიროების შემთხვევაში, თავდაპირველად მონაწილეობს ტექნიკის გამოცდაში და საჭირო რჩევებით ეხმარება ფერმერს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათი ხედვაა, ფეხი აუწყონ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების ტენდენციებს, რაც ნიშნავს როგორც თანამედროვე ტექნიკის შემოტანას, ასევე უმაღლესი ხარისხის სერვისის დანერგვას, რაც გარკვეულწილად მაინც გამოწვევაა საქართველოში.
„აგრომოტორსის“ სერვისით უკვე ათობით ფერმერი სარგებლობს და როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მუდმივად ინარჩუნებენ მათთან კავშირს და საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციას უწევენ.
კომპანიის შესახებ:
„აგრომოტორსი“ – “AGROMOTORS” და “TRACTOR.GE” დაარსდა 2013 წელს და წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერ კომპანიას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სერვისის მიმართულებით. კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა. „აგრომოტორსი“ მსოფლიოს პრემიუმ ბრენდის “JOHN DEERE”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოსა და აზერბაიჯანში.
კომპანიის პორტფელშია მსოფლიო ბრენდები: „JOHN DEERE“, „ANTONIO CARRARO“, „GREGOIRE BESSON“, „BEDNAR“, „ENOROSSI“, „AGROMELCA“, „GF“, „ORIZZONT“, “LANCER” - ტექნიკა, მისაბმელები, თანამედროვე აგრეგატები, დანადგარები და ყველაფერი, რაც თანამედროვე სოფელს სჭირდება. www.agromotors.ge; www.tractor.ge
#აგრომოტორსი #ტრაქტორ.ჯი #აგროტექნიკა #სოფლისმეურნეობა
მეტი დეტალისთვის მიჰყევით ბმულს.
R