"ექიმების დაუდევრობის გამო დამეღუპა შვილი... 26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა – ანა" - ეკრანებიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი მძიმე დღეებსა და ცხოვრების ახალ ეტაპზე
ტელეეკრანებიდან ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სახე, ნინო ქაჯაია, ეკა ხოფერიას გადაცემას “შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ სტუმრობდა. ჟურნალისტმა, რომელიც წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ოქროს ხანის სიმბოლო იყო, ამჯერად საკუთარი ცხოვრების ყველაზე დაფარულ და მტკივნეულ მხარეებზე ისაუბრა. ინტერვიუს მთავარი თემა დედობა, უდიდესი ტრაგედია და ხელახლა პოვნილი ბედნიერება აღმოჩნდა
"ყველაზე საშინელი წუთი დედას ცხოვრებაში“ – ანას ისტორია
ნინო ქაჯაიამ პირველად გაიხსენა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ტრაგედია – პირველი შვილის დაკარგვა, რამაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო.
"26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა – ანა, რომელიც 26 წლის წინ, სამწუხაროდ, ექიმების დაუდევრობის გამო, დაბადებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, რაც შეიძლება დედას დაემართოს – რომ შვილი აღარ ეყოლოს.
თავიდან არ მეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად იყო, ვზეიმობდით ჩვეულებრივად. და როდესაც მოვიდნენ და მითხრეს – ეს იყო ყველაზე მძიმე და საშინელი წუთი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს და არც უნდა წარმოიდგინოს არასდროს. გააგრძელეთ კითხვა