ქართველი მოდელი ესპანეთში შვილების მეურვეობისთვის სამართლებრივად იბრძვის - მარიამ ჩოფლიანი ემიგრაციაზე, ჰოლივუდურ გამოცდილებაზე და მძიმე დღეებზე
მარიამ ჩოფლიანის ცხოვრება ჰგავს დრამატულ ფილმს, სადაც ტკივილი, ემიგრაციული სირთულეები და მოულოდნელი აღიარება ერთმანეთს ენაცვლება. 19 წლის ასაკში, ორსულმა, სამშობლო მამის გადასარჩენად დატოვა, დღეს კი ესპანეთიდან სამი შვილის უფლებებისთვის იბრძვის. მიუხედავად პირადი კრიზისისა, მან შეძლო ჰოლივუდურ პროექტებში მოხვედრა, ქეთრინ ზეტა ჯონსის გვერდით გადასაღებ მოედანზე დგომა და ათიათასობით ადამიანისთვის მოტივაციის მიცემა. ულამაზესი ქართველი ბლოგერი ambebi.ge-თან გულწრფელად საუბრობს იმ რთულ გზაზე, რომელმაც ძალა მისცა
- მარიამ, ვიცით, რომ 19 წლის ასაკში თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. დღევანდელი გადასახედიდან, რას ეტყოდი იმ 19 წლის გოგოს, რომელიც საფრანგეთში მამის გადასარჩენად ორსული წავიდა?
- 19 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა; პირველ რიგში იმიტომ, რომ ოჯახი შევქმენი და სრულიად ახალი ეტაპი დავიწყე. დაახლოებით ექვს თვეში მოგვიწია ქვეყნის დატოვება მამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მაშინ ძალიან პატარა ორსული ვიყავი - პირველ შვილს ველოდებოდით.
სიმართლე გითხრათ, საფრანგეთში ჩვენი ცხოვრება და ემიგრაციის პირველი წელი ძალიან რთული იყო. ამ გადასახედიდან იმ მარიამს ვეტყოდი, რომ აუცილებლად ყოველთვის ისეთი ძლიერი იყოს, როგორიც თავიდანვე იყო - ორსულიც კი არ უშინდებოდა სირთულეებს. ვეტყოდი, რომ წინ კიდევ უფრო რთული ცხოვრება ელოდება და მყარად იდგეს; რამდენჯერაც დაეცემა, იმდენჯერ უნდა წამოდგეს და გააგრძელოს წინსვლა. გააგრძელეთ კითხვა