"დიდი კარი იხსნება ესპანეთში ქართველებისთვის - მათ ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ" - ვის შეეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილება - კვირის პალიტრა

"დიდი კარი იხსნება ესპანეთში ქართველებისთვის - მათ ლეგალური დასაქმების უფლება ექნებათ" - ვის შეეხება უპრეცედენტო გადაწყვეტილება

"დიდი კარი იხ­სნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს­პა­ნეთ­ში, ადა­მი­ა­ნებს ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ," - ასე აფა­სებს ეს­პა­ნეთ­ში იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია Geolexis ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­თია ალა­ნია ქვეყ­ნის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს 27 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს იმ მიგ­რან­ტე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბას, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ.

ეს­პა­ნე­თის მთავ­რო­ბის წი­ნას­წა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი შე­ე­ხე­ბა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს და წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ რე­გუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მე­ქა­ნიზმს ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­ზე? - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ნა­თია ალა­ნია „ბიზ­ნესპრე­ნი­უსს“ დე­ტა­ლუ­რად ესა­უბ­რა.

რო­გორც ნა­თია ალა­ნია გვიყ­ვე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეს­პა­ნეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ბევრ ახალ შანსს აჩენს.

"მი­ნის­ტრთა საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ისე­თი უპ­რე­ცე­დენ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც 20 წე­ლია ეს­პა­ნეთ­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ეს შე­ე­ხე­ბა 500 ათას­ზე მეტ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლებ­საც. მთავ­რო­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 2026 წლის აპ­რი­ლის ბო­ლო­დან 30 ივ­ნი­სამ­დე. კი­დევ უფრო მეტი დე­ტა­ლი თე­ბერ­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ეს ეხე­ბათ პი­რებს, რომ­ლე­ბიც 2025 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე შე­მო­ვიდ­ნენ ეს­პა­ნეთ­ში. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ ცხოვ­რობ­დნენ/იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ ჰქონ­დათ ლე­გა­ლუ­რი სტა­ტუ­სი. ასე­ვე მა­თაც, ვინც ითხოვ­და თავ­შე­სა­ფარს. მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მარ­ტივ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რე­ბი, რად­გან საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო რე­ზი­დენ­ტო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხი ასეთ ხალ­ხზე. უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნე­ბია, აპ­ლი­კან­ტმა და­ა­დას­ტუ­როს, რომ სწო­რედ ამ ვა­დებ­ში ცხოვ­რობ­და ეს­პა­ნეთ­ში. ამას­თა­ნა­ვე, პირს არ უნდა ჰქონ­დეს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, წა­რად­გი­ნოს ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის ცნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან და და­ა­დას­ტუ­როს, და­ნა­შა­უ­ლის არ­ქო­ნა ეს­პა­ნეთ­ში.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა