მძიმე ავარიის შედეგად დაშავებული ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა - რა დეტალებია ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევაზე
ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული სენან შარიფოვი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას marneulinews ავრცელებს.
ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში 28 იანვარს დატრიალდა. ავარიის შედეგად, ორი პირი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
ავარიის შედეგად უფიქ ბედალოვი და უმიდ ადგოზელოვი დაიღუპნენ. ორივე მათგანი 23 წლის იყო. ისინი სოფელ სადახლოდან იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტომობილით პატარძლის ოჯახში მიდიოდნენ, რა დროსაც ხეს შეეჯახნენ.