"რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციებზე ჩემი შვილი დააკავეს... ისევ "ოცნების" მხარდამჭერი ვარ" - ბესო ზანგური ტაიმაუტზე, სტურუასთან ურთიერთობასა და Netflix-ის შეთავაზებაზე - კვირის პალიტრა

"რუსული კანონის" წინააღმდეგ აქციებზე ჩემი შვილი დააკავეს... ისევ "ოცნების" მხარდამჭერი ვარ" - ბესო ზანგური ტაიმაუტზე, სტურუასთან ურთიერთობასა და Netflix-ის შეთავაზებაზე

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან და სა­ჯა­რო სივ­რცი­დან თით­ქოს გაქ­რა. სკან­და­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის, ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზი­სა და მოს­კოვ­ში წას­ვლის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­შია. რა­ტომ აირ­ჩია მან დუ­მი­ლი, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს დღეს რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან და რას ჰყვე­ბა Netflix-ის ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე? Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ბესო ზან­გუ­რი გუ­ლახ­დი­ლად პა­სუ­ხობს ყვე­ლა კი­თხვას

- ბესო, სა­უ­ბა­რი „ტიკ-ტო­კით“ და­ვი­წყოთ, სა­დაც პირ­ვე­ლად მოგ­წე­რეთ. გკი­თხეთ, სად გაქ­რა ბესო ზან­გუ­რი? ბოლო დროს აღარც პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ჩან­ხართ და აღარც გა­და­ცე­მებ­ში. რას საქ­მი­ა­ნობ­დით ამ პე­რი­ოდ­ში?

- რა­ღაც ტა­ი­მა­უ­ტი მქონ­და აღე­ბუ­ლი. მარ­თა­ლი ხართ, რომ თვალ­ში მო­გაკ­ლდით. ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და, ლი­ბე­რა­ლუ­რი სამ­ყა­როს მხრი­დან ჩემ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის გამო.

- ამა­ში ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მიერ წა­მო­წყე­ბულ მა­შინ­დელ პრო­ცესს გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, თუმ­ცა მთლი­ა­ნი თავ­დას­ხმა მოხ­და, ეს არ იყო მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის­გან. ყვე­ლა­ფერ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა. გან­ცხა­დე­ბა გან­ცხა­დე­ბად დარ­ჩა, რა უნდა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი­ყო, რაც არ ყო­ფი­ლა? მაგ­რამ ამას მოჰ­ყვა ძა­ლი­ან დიდი შე­ტე­ვა ლი­ბე­რა­ლუ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის­გან, რა­მაც, ცოტა ხანი იმოქ­მე­და. სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბის ქვე­ყა­ნაა, კავ­კა­სი­აა მა­ინც - გვინ­და თუ არ გვინ­და, რაც უნდა ევ­რო­პა ვი­ძა­ხოთ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გარ­კვე­ულ­წი­ლად იმოქ­მე­და და ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ბესო ზან­გურს და მის ოჯახს. გააგრძელეთ კითხვა