"თუ სტუ და თსუ ჰარვარდი და ოქსფორდი არ არის, როგორც ქვეყანა ვითარდება, ისე ვართ ჩვენც - 16 იანვარს, იუბილეზე, მთავრობამ გვაქო, გვადიდა, ბოლოს კი ამით დასრულდა"
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქცია იმართება.
სტუ-ის პროფესორები და სტუდენტები აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაერთიანდეს.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები წარწერით: „ჩვენ არ დავთმობთ სტუ-ის“; „სტუ-ის ისტორია არ წაიშლება“; „ნუ კლავთ ტექნიკურ განათლებას“.
როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ბენიამ განაცხადა, ორი უნივერსიტეტი გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნივერსიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა, რაც მათი ლეგიტიმაციისა და იურიდიული უფლებების დარღვევაა. გააგრძელეთ კითხვა