"თქვენი მხარდამჭერები მოგმართავთ თხოვნით: თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ" - სტუ ბიძინა ივანიშვილს - კვირის პალიტრა

"თქვენი მხარდამჭერები მოგმართავთ თხოვნით: თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ" - სტუ ბიძინა ივანიშვილს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს, იშუ­ამ­დგომ­ლოს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის შემ­მუ­შა­ვე­ბელ კო­მი­სი­ას­თან, რათა აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­დოს „სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის ში­ნა­არ­სის, მიზ­ნე­ბის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და ვა­დე­ბის შე­სა­ხებ”.

რო­გორც სტუ-ის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნაა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხის სა­პარ­ლა­მენ­ტო მოს­მე­ნამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი­სა და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მოხ­დეს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან.„სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი პა­ტი­ვის­ცე­მით ეკი­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და მი­ე­სალ­მე­ბა იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლე­ბიც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ეროვ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ით“. მაგ­რამ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ის არ­სი­დან, მიზ­ნე­ბი­დან და ლო­გი­კი­დან, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ მი­ვი­ღებთ იმ შე­დეგს, რაც რე­ფორ­მი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი.

დღემ­დე აკა­დე­მი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ზო­გა­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც და­გეგ­მი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა — რაც არ­სობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბას ნიშ­ნავს — წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, დე­ტა­ლუ­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, სტრუქ­ტუ­რუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ანა­ლი­ზის გა­რე­შე, არ იძ­ლე­ვა სა­ფუძ­ველს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი დის­კუ­სი­ის გა­საშ­ლე­ლად.

სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე აკა­დე­მი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გას­ცნო­ბია რე­ფორ­მის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­დე­ლი, ვა­დე­ბი, ფი­ნან­სუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რან­ტი­ე­ბი (მე­ქა­ნიზ­მე­ბი) სა­მეც­ნი­ე­რო კომ­პო­ნენ­ტი ან რე­ფორ­მის შემ­მუ­შა­ვე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა. მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ სივ­რცე­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­თა და მკვლევ­რე­ბით, თუმ­ცა მათ არ ჰქო­ნი­ათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ფორ­მის გან­ხილ­ვა­სა და ფორ­მი­რე­ბა­ში. გააგრძელეთ კითხვა