"თქვენი მხარდამჭერები მოგმართავთ თხოვნით: თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ" - სტუ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, იშუამდგომლოს განათლების რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს „სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ”.
როგორც სტუ-ის წერილშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.
დღემდე აკადემიური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც დაგეგმილი გაერთიანება — რაც არსობრივად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს — წარმოდგენილია როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აღნიშნული განცხადებები, დეტალური შინაარსობრივი, სტრუქტურული და სამეცნიერო ანალიზის გარეშე, არ იძლევა საფუძველს კონსტრუქციული და პროფესიული დისკუსიის გასაშლელად.
სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები) სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში. გააგრძელეთ კითხვა