"არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!ეს "ნაცების" რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი" - რას წერს ეკა ბესელია? - კვირის პალიტრა

"არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!ეს "ნაცების" რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი" - რას წერს ეკა ბესელია?

პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება შვილის დაკავების ფაქტს:

"მე გამოცდებს აღარ ვაბარებ !ეს ეტაპი განვლილი მაქვს …. არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!ეს ნაცების რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი !!!ოცნების ლაქიებო - თქვენ ბევრნი მაგ დროს ჩირგვებიდან მიყურებდით და ვერ ბედავდით თავის ამოყოფას , ხმას ვერ იღებდით ….მე სიკვდილს იმდენჯერ ჩავხედე თვალებში , თქვენ რამდენჯერაც შიშში იყავით ჩაკარგული და ახლა მე -შიშები არ ვიცი რა არის!!!ფრთხილად იყავით - შვილებს და ოჯახს თქვენი ტროლ ბოტებით კი არა , სამყაროს ყველა ბნელი ძალა რომ მოიხმოთ - დავიცავ !!!დაიცავით კანონი , რომელიც ყველა თქვენგანთან მოვა!!!" - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ეკა ბე­სე­ლი­ას შვი­ლი, რატი მი­ლო­რა­ვა გუშინ და­ა­კა­ვეს.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლო­რა­ვა არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჯერ პო­ლი­ცი­ას არ და­ე­მორ­ჩი­ლა, შემ­დეგ კი მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხა და მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა.