"არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!ეს "ნაცების" რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი" - რას წერს ეკა ბესელია?
პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება შვილის დაკავების ფაქტს:
"მე გამოცდებს აღარ ვაბარებ !ეს ეტაპი განვლილი მაქვს …. არავის აზრად არ მოუვიდეს ჩემი ოჯახით და ჩემი შვილებით ჩემთან ანგარიშსწორება !!!ეს ნაცების რეჟიმმა ცადა თავის დროზე და მიიღო პასუხი !!!ოცნების ლაქიებო - თქვენ ბევრნი მაგ დროს ჩირგვებიდან მიყურებდით და ვერ ბედავდით თავის ამოყოფას , ხმას ვერ იღებდით ….მე სიკვდილს იმდენჯერ ჩავხედე თვალებში , თქვენ რამდენჯერაც შიშში იყავით ჩაკარგული და ახლა მე -შიშები არ ვიცი რა არის!!!ფრთხილად იყავით - შვილებს და ოჯახს თქვენი ტროლ ბოტებით კი არა , სამყაროს ყველა ბნელი ძალა რომ მოიხმოთ - დავიცავ !!!დაიცავით კანონი , რომელიც ყველა თქვენგანთან მოვა!!!" - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა გუშინ დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილორავა არაფხიზელ მდგომარეობაში ჯერ პოლიციას არ დაემორჩილა, შემდეგ კი მანქანას დაეჯახა და მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.