ხატია ბუნიათიშვილი სცენაზე კრისტინა აგილერასთან ერთად: რას წერს პიანისტი? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხატია ბუნიათიშვილი სცენაზე კრისტინა აგილერასთან ერთად: რას წერს პიანისტი? (ვიდეო)

ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი პერ­ფორ­მან­სის ვი­დე­ოს - ის კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას უწევს აკომ­პა­ნი­რე­ბას.

"და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა პირ­ვე­ლად მო­ვუს­მი­ნე ამ სიმ­ღე­რას. ამ ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვის მიერ წარ­მოთ­ქმულ­მა სი­ტყვებ­მა, მუ­სი­კის ხმებ­მა და იმ სუ­რა­თებ­მა, რაც მა­შინ და­ვი­ნა­ხე და მო­ვის­მი­ნე, ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და - "შენ ლა­მა­ზი ხარ, რაც არ უნდა თქვან სხვებ­მა.“

ამ სიმ­ღე­რამ ნამ­დვი­ლად შეც­ვა­ლა სი­ლა­მა­ზის აღ­ქმა, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­ღე­ბა და სხვე­ბის აზ­რის­თვის ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბა. ეს ჩემ­თვის და მი­ლი­ო­ნო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და. მად­ლო­ბა კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას.

ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ამ სიმ­ღე­რის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი Pieces Jaunes-ის სცე­ნა­ზე და მი­ხა­რია, რომ ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­ღე­რა­ში ჩემი მა­შინ­დე­ლი მო­ზარ­დო­ბის ფე­რე­ბი შე­ვი­ტა­ნე", - წერს ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი.