"პოლონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამთავრდა" - რას ამბობს სამუშაო ბაზარზე პოლონეთში მომუშავე HR რეკრუტერი?
"თვეში მიმყავდა მინიმუმ 30 ადამიანი, ახლა წამსვლელია 4-5 კანდიდატია", - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" პოლონეთში მომუშავე HR რეკრუტერმა, ირინა ნამიჭეიშვილმა ისაუბრა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ლი დეკემბრიდან პოლონეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში გამარტივებული გზით სამუშაო ვიზას ვეღარ იღებენ. იქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველო იყო იმ 5 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებსაც მხოლოდ სპეციალური დეკლარაციის შევსებით შეეძლოთ პოლონეთში სამსახურის დაწყება. ცვლილებებს შემდეგ კი უკვე სტანდარტული პროცედურების გავლა უწევთ.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს“ ირინა ნამიჭეიშვილმა განუცხადა, ცვლილებამ, პრაქტიკულად, ქართველების პოლონეთში დასაქმებას წერტილი დაუსვა. მისივე თქმით, ემიგრანტების დიდი ნაწილი უკან, სამშობლოში დაბრუნდა ვრცლად