"მანქანას წინ რაღაც შავი საგანი ჩამოუგორდა, ვერ გაარჩია..." - რას ჰყვება მერაბ კოსტავას ტრაგიკულ აღსასრულზე მისი დეიდაშვილი - კვირის პალიტრა

"მანქანას წინ რაღაც შავი საგანი ჩამოუგორდა, ვერ გაარჩია..." - რას ჰყვება მერაბ კოსტავას ტრაგიკულ აღსასრულზე მისი დეიდაშვილი

ცი­ცი­ნო მაღ­ლა­ფე­რი­ძე მე­რაბ კოს­ტა­ვას მე­მო­რი­ა­ლუ­რი სახლ-მუ­ზე­უ­მის კუ­რა­ტო­რია. ამა­ვე დროს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მე­რაბ კოს­ტა­ვას ნა­თე­სა­ვი - დე­ი­დაშ­ვი­ლი. პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სი უკვე 35 წე­ლი­წა­დია, ამ სახლ-მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობს, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის, ფაქ­ტის, მოვ­ლე­ნი­სა თუ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

სწო­რედ ამი­ტომ, ცი­ცი­ნო მაღ­ლა­ფე­რი­ძე ახლა Ambebi.ge-ს სტუ­მა­რია და მოგ­ვი­თხრობს მე­რაბ კოს­ტა­ვას მიერ გან­ვლი­ლი მე­ტად მძი­მე და ტრა­გი­კუ­ლი გზის შე­სა­ხებ."მე­რაბ კოს­ტა­ვა 1989 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ლე­ვე, 1991 წელს ბა­ტო­ნი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას თა­ო­სო­ნო­ბით გა­იხ­სნა ეს მუ­ზე­უ­მი. 1991 წლის იან­ვრი­დან აქ ვარ და უკვე 35 წელი შეგ­ვის­რულ­და. მუ­ზე­უ­მი ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩის #1-ში მდე­ბა­რე­ობს. გა­მო­ვი­და, რომ აქ ნა­თე­სა­ო­ბის ხა­ზით აღ­მოვ­ჩნდი. მე­რაბ კოს­ტა­ვას დე­დამ, ოლი­კო დე­მუ­რი­ამ მთხო­ვა, მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. დე­და­ჩე­მი და მე­რა­ბის დედა ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ.

მე­რა­ბი ამ სახ­ლში ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან იზ­რდე­ბო­და. ეს სახ­ლი მის ბა­ბუ­ას ვლა­დი­მერ დე­მუ­რი­ას ეკუთ­ვნო­და. მე­რა­ბი მას­თან გა­ი­ზარ­და, ამას მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და - დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ამი­ტომ დედა-შვი­ლი ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ.

მე­რაბს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ეს სახ­ლი, რო­მე­ლიც სამი ოთა­ხი და დე­რე­ფა­ნი იყო. მუ­ზე­უ­მის გახ­სნის წინ ოლი­კო დე­ი­დამ 2 ოთა­ხი მუ­ზე­უმს და­უთ­მო. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვი­ყა­ვით, რად­გან ერთ ოთახ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ოლი­კო ცხოვ­რობ­და. მთე­ლი მა­სა­ლა, რაც მე­რა­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ დარ­ჩა, მუ­ზე­უმს გა­და­ე­ცა, რაც არც ისე ცოტა იყო.

ამ სივ­რცე­ში ძლივს ვა­ტევ­დით, თან ექ­სპო­ნა­ტე­ბის და­სა­ცა­ვად სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი არ იყო. ქალ­ბა­ტო­ნის­გან, რო­მე­ლიც ოლი­კო დე­მუ­რი­ას ოთახ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ (2003 წელს გარ­და­იც­ვა­ლა) დარ­ჩა, 2021 წელს მე­რი­ამ ის ოთა­ხი გა­მო­ის­ყი­და და შე­უ­ერ­თა მუ­ზე­უმს.

შემ­დეგ 2022 წელს, ჩვე­ნი ფონ­დი­ა­ნად დრო­ე­ბით სხვა მი­სა­მარ­თზე იმი­ტომ გა­და­ვე­დით, რომ სახ­ლში რე­მონ­ტი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. რე­მონ­ტის შე­დე­გად სახლ-მუ­ზე­უმ­მა, მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნა­წი­ლის გარ­და, ის რაც მე­რა­ბის დროს იყო, ვე­ცა­დეთ, ისე­ვე დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. და­ე­მა­ტა სხვე­ნი და სარ­და­ფი. ექ­სპო­ნა­ტე­ბი კი შემ­დეგ ამ სივ­რცე­ში გან­ლაგ­და.

მოკ­ლედ, თუ და­პა­ტიმ­რე­ბის წლებს არ ჩავ­თვლით, მე­რა­ბი, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ამ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. პირ­ვე­ლად 1956 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და ხუ­თი­ო­დე თვე იყო პა­ტიმ­რო­ბა­ში. შემ­დეგ 1977 წელს და 10 წელი იხ­დი­და სას­ჯელს. ბუ­ნებ­რი­ვია, აქ მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი გა­რე­მო და ატ­მოს­ფე­რო იყო, მით უფრო, რომ ეს გა­რე­მო მის ბავ­შვო­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბო­და. ეზოც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

- ქალ­ბა­ტონ ოლი­კო­ზე მოგ­ვყე­ვით... შვი­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ 14 წელი უცო­ცხლია...

- ეს მუ­ზე­უ­მი ასაზ­რდო­ებ­და... ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო და მკაც­რი დედა გახ­ლდათ. მახ­სოვს, მე­რა­ბი ხან­და­ხან საყ­ვე­დუ­რობ­და, რა­ტომ მა­ძა­ლებ­დი მე­ცა­დე­ნე­ო­ბა­სო. შვი­ლის დიდი მე­გო­ბა­რიც იყო. რო­გორც გი­თხა­რით, ოლი­კო დე­ი­და, ავად იყო. (ერთი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მო­დე­ბუ­ლი იყო ჭლე­ქი და უფ­რო­სი დაც სწო­რედ ამ დი­აგ­ნო­ზით ჰყავ­და გარ­დაც­ვლი­ლი). ამი­ტომ ოლი­კო დე­ი­დას ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ყვე­ლა ზრუ­ნავ­და, მაგ­რამ ამ ნა­ა­ვად­მყო­ფარ­მა ქალ­მა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სუს­ტი გვე­გო­ნა, ბევრ გა­სა­ჭირს გა­უძ­ლო და რაც მთა­ვა­რია, სულ მე­რა­ბის გვერ­დით იყო. არა­სო­დეს უთ­ქვამს, - რა­ტომ აირ­ჩიე ასე­თი რთუ­ლი გზა?! მის­გან ასე­თი საყ­ვე­დუ­რი არა­სო­დეს მო­მის­მე­ნია. პი­რი­ქით, სულ მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და. შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი 24 სა­ა­თი უნ­დო­და მას­ზე ესა­უბ­რა.

- მუ­ზე­უმ­ში მე­რაბ კოს­ტა­ვას მე­მო­რი­ა­ლუ­რი ოთა­ხი მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოა...

- აქ მისი ნივ­თე­ბი ზუს­ტად იმ სა­ხი­თაა გამ­მო­ფე­ნი­ლი, რო­გორ 1977 წელს, რო­დე­საც და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სახ­ლი და­ტო­ვა... აქ სრის სამ­ფე­რა დრო­შე­ბი, რომ­ლი­თაც შემ­დგომ მი­ტინ­გებ­ზე გა­მო­დი­ო­და, ასე­ვე წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დრო­შა, მე­რა­ბის ხელ­ნა­წე­რე­ბი, სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნა, არა­ლე­გა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა­საც ბეჭ­დავ­დნენ, მისი ტან­საც­მე­ლი. არის კი­დევ სხვა ნივ­თე­ბიც და ვეც­დე­ბით, დრო და დრო ისი­ნიც გა­მო­ვამ­ზე­უ­როთ.

ვრცლად