რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ვაჟი და როგორ იხსენებს მამას? - კვირის პალიტრა

რას საქმიანობს ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ვაჟი და როგორ იხსენებს მამას?

რამდენიმე დღის წინ, მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს ქეთათოს ჰქონდა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა მისი და ირაკლი ჩარკვიანის დიდ სიყვარულს, გამორჩეულ ურთიერთობას, მათ ქალიშვილს და ა.შ. ქეთათო 17 წლის იყო, როცა 34 წლის ირაკლისთან თანაცხოვრება დაიწყო. ამ დროს მუსიკოსს უკვე ჰყავდა ვაჟი - მაქსიმე ჩარკვიანი, მეორე მეუღლისგან, რომელიც რუსეთში გაიზარდა და პერიოდულად, ბავშვობიდან დღემდე, ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში. ქეთათოს არა მხოლოდ ირაკლის ვაჟთან, მის დედასთან და მუსიკოსის მეორე ცოლთანაც შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამის შესახებ მუსიკოსის ვაჟმა წლების წინ ისაუბრა გულახდილ ინტერვიუში ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუში.

მაქსიმე ჩარკვიანი და საქართველომაქსიმეს დედა, მოსკოველი მსახიობი ლენა დღესაც ჩარკვიანების გვარს ატარებს. ის ირაკლი ჩარკვიანის მეორე ცოლი გახლდათ. როგორც მაქსიმე იხსენებს, ის მოსკოვში დაიბადა, მერე კი ცოლ-ქმარი თბილისში ცხოვრობდა მცირე ხანს. "სამი-ოთხი თვის ვყოფილვარ, როცა თბილისში ჩავედით საცხოვრებლად. 8 წლამდე იქ ვცხოვრობდი. მშობლების განქორწინების შემდეგ კი მოსკოვში დავბრუნდით".

ამჟამად მაქსიმე რეჟისორი, კრეატიული პროდიუსერი და სცენარისტია. იღებს რეკლამებს, კლიპებს. გარეგნულად საკმაოდ ჰგავს მამას და ამას ბევრი აღნიშნავს. ვრცლად