“რაც მთელი ცხოვრება ნაწვალები გვქონდა, ყველაფერი დაიწვა - ორი ბავშვი დამრჩა ტიტველი...“ - ნახალოვკაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან დაზარალებულები - კვირის პალიტრა

“რაც მთელი ცხოვრება ნაწვალები გვქონდა, ყველაფერი დაიწვა - ორი ბავშვი დამრჩა ტიტველი...“ - ნახალოვკაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია: რას ჰყვებიან დაზარალებულები

ნა­ხა­ლოვ­კა­ში, ვე­შა­პუ­რის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი და­ეწ­ვათ და დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

“რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნაწ­ვა­ლე­ბი გვქონ­და ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა ... ახა­ლი გა­კე­თე­ბუ­ლი გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი... ორი სტუ­დენ­ტი ბავ­შვი დამ­რჩა ტიტ­ვე­ლი, რაც აც­ვი­ათ იმით, აკან­კა­ლე­ბუ­ლი ზის აგერ. მე­ო­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტია. ამ ჩან­თის მეტი არა­ფე­რი მაქვს.

სა­მუ­შა­ო­ზე ვი­ყა­ვი რო­დე­საც ბავ­შვმა და­მი­რე­კა და მო­ვე­დი. აკან­კა­ლე­ბუ­ლი იყო. ჩემს სახ­ლს გა­და­ე­დო ცე­ცხლი და ჩემი სახ­ლი დამ­წვა­რია,“ - აცხა­დებს ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ცე­ცხლი სა­ხუ­რავს გა­უჩ­ნდა და შემ­დეგ ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ვი­და სახ­ლებ­ზე.

ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ად­გილ­ზე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. წყარო