“ეპშტეინის მასალებში ვლადიმერ პუტინი 1 056-ჯერ არის მოხსენიებული, სავარაუდოდ ის “კაგებესთან“ თანამშრომლობდა“ - Daily Mail-ი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს - კვირის პალიტრა

“ეპშტეინის მასალებში ვლადიმერ პუტინი 1 056-ჯერ არის მოხსენიებული, სავარაუდოდ ის “კაგებესთან“ თანამშრომლობდა“ - Daily Mail-ი სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

“ეპშ­ტე­ი­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი იმ­პე­რია “კა­გე­ბეს თაფ­ლის ხა­ფან­გი“ იყო“ - ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Daily Mail წერს. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლი ფი­ნან­სის­ტის ფა­ი­ლებ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სა­ხე­ლი 1000-ზე მეტ­ჯერ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ხოლო მოს­კო­ვი - 9 629 დო­კუ­მენ­ტში.

გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ეპშ­ტე­ი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სულ დაზ­ვერ­ვას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მას აშშ-ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი სწო­რედ რუ­სე­თი­დან ჩაჰ­ყავ­და და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის­თვის ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ სკან­და­ლურ წვე­უ­ლე­ბებს, ე.წ. “თაფ­ლის ხა­ფან­გებს“ მარ­თავ­და.

ხოლო და­ხუ­რულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (ФСБ) ხელ­ში ხვდე­ბო­და.გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი მი­ლი­არ­დე­რი 2008 წელს, არას­რულ­წლო­ვან­თა პროს­ტი­ტუ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბის შემ­დეგ, პუ­ტინს შეხ­ვდა.

ეპშ­ტე­ინს ასე­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და რო­ბერტ მაქსველ­თან, რო­მე­ლიც, წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, რუსი აგენ­ტი იყო და თან­ხებს ათეთ­რებ­და. გარ­და ამი­სა, ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტე­ბი შე­ი­ცავს რუს ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან და სხვა დიპ­ლო­მა­ტებ­თან მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის და­გეგ­მვის დე­ტა­ლებს. გააგრძელეთ კითხვა