26 წლის ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ირანში დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ირანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Hengaw-მ გაავრცელა. აღნიშნული მოგვიანებით ირანულმა სახელმწიფო მედიამაც (ISNA) დაადასტურა.
როგორც Sky News-ს სოლტანის ოჯახის წევრმა განუცხადა, ის უკვე სახლში იმყოფება.
ISNA-ს ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული პოსტში აღნიშნულია, რომ ერფან სოლტანი, ორი მილიარდი ირანული ტომანის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გააგრძელეთ კითხვა