" აი ეს და ეროვნული ბანკის შეცდომები არის ფასების ზრდის მთავარი წყარო და არა “ოცნების” კლანის შემადგენელი სუპერმარკეტები" - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

" აი ეს და ეროვნული ბანკის შეცდომები არის ფასების ზრდის მთავარი წყარო და არა “ოცნების” კლანის შემადგენელი სუპერმარკეტები" - რას წერს რომან გოცირიძე

"დეკემბის თვეში ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე შემოვიდა. შემოსავლებს ხარჯები 1,5-ჯერ აჭარბებს. ამას დეფიციტური ხარჯვა ჰქვია", - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ისიც გასარკვევია, საიდან მოიტანეს ეს მილიარდი, თუ შემოსავალი არ იყო. ალბათ ძველი ნაშთებიდან. თუ ასეა, ამას ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილები სჭირდება, რაც არ მომხდარა.

"რასაც ახლა ვხედავთ, ეს( და ეროვნული ბანკის შეცდომები) არის ფასების ზრდის მთავარი წყარო და არა “ოცნების” კლანის შემადგენელი ნავთობიმპორტიორები, აფთიაქარები და სუპერმარკეტები. მათაც მიუძღვით ამ საქმეში წვლილი, მაგრამ როცა სახელმწიფო იუსტიციის სახლში ან შსს-ში მომსახურების ფასები იმ ზომით იზრდება, როგორც სავაჭრო ქსელში, ასეთ ვითარებაში ვიღაცების თუნდაც ფარული გარიგება არაა გადამწყვეტი.

"ფასების ზრდა ყველგან და ყოველთვის ხელისუფლების ბრალია" - წერს გოცირიძე.