სასკოლო ფორმები და სწავლის დაწყების ასაკი - პარლამენტი სკოლებთან დაკავშირებულ სიახლეებს დაჩქარებული წესით განიხილავს - კვირის პალიტრა

სასკოლო ფორმები და სწავლის დაწყების ასაკი - პარლამენტი სკოლებთან დაკავშირებულ სიახლეებს დაჩქარებული წესით განიხილავს

სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია. “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოში სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არაუმეტეს - 12 წელი.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება სავალდებულო იქნება.

ამავე პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა