ირანმა უკან დაიხია?! - რას აცხადებს აიათოლას მრჩეველი
თეირანი მზადაა, ვაშინგტონის მხრიდან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ ურანის გამდიდრების დონე 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამციროს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველმა, ალი შამხანიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ მეორე მხარეს შეშფოთება აქვს, გამდიდრების დონის 60 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება შესაძლებელია.
შამხანიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ისრაელი ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა.
"ინტერპრესნიუსი"