პუტინის ვერაგობა: რუსეთმა განაახლა უკრაინის ენერგეტიკის დაუნდობელი დაბომბვა - კვირის პალიტრა

პუტინის ვერაგობა: რუსეთმა განაახლა უკრაინის ენერგეტიკის დაუნდობელი დაბომბვა

ტრამპისა და პუტინის კვირა სხვადასხვა ხანგრძლივობის გამოდგა - რუსეთმა განაახლა უკრაინის ენერგეტიკის დაუნდობელი დაბომბვა...

კვირაში შვიდი დღე-ღამე შედის და ასე ითვლიან ამერიკაშიც, რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც, თუმცა ტრამპისა და პუტინის კვირების ხანგრძლივობა მაინც არ დაემთხვა ერთმანეთს...

29 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირით შეეჩერებინა თავდასხმები უკრაინის თბოელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე, რადგან უკრაინაში დიდმა ყინვამ დაისადგურა და გათბობისა და ელექტროდენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდაო...

1-dab-1770104565.png
უკრაინელ მეხანძრეებს ისევ უწევთ რუსული „ისკანდერების“ აფეთქებებით გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა თბოელექტროსადგურებზე...

პუტინი დათანხმებია ტრამპს და მართლაც, არც 29-30, არც 30-31 იანვრის ღამეებში და არც 1-2 თებერვლის ღამეს რუსულ „ისკანდერებსა“ და „გერანებს“ არ მიუტანიათ შეტევები უკრაინულ ქვესადგურებზე, თუმცა სხვა, არაენერგეტიკული ობიექტების დაბომბვა ჩვეულებისამებრ გაგრძელდა...

წესით, 5 თებერვლამდე რუსეთი არ უნდა „შეხებოდა“ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს, თუკი პუტინი მართლაც ითვალისწინებდა ტრამპის ამ თხოვნას, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი „ტრამპის თხოვნის“ ათვლა საერთოდ 31 იანვრიდან დაიწყო და თავის მოსახლეობას აიმედებდა, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თბომომარაგების ობიექტებს კრემლი 7 თებერვლამდე „მოასვენებდა...

ასევე დაგაინტერესებთ: ილონ მასკმა პუტინის კამიკაძე-დრონებს უკრაინის ცაში ფრენის სიჩქარე „შეუზღუდა“

რუსული ჯაშუში-თანამგზავრი... „კოსმოსურმა ნაგავმა“ შეიწირა...

როდის დაიწყება ახალი დიდი ომი?! - როდის გასცემს ტრამპი ირანზე დარტყმის ბრძანებას და რეალურად, რა გეგმები აქვს ამერიკის პრეზიდენტს

ციდან "ჩამოხსნილი" მორიგი რუსული „იხვნისკარტა“ და აეროდრომებზე აფეთქებული კიდევ 15 რუსული თვითმფრინავი და შვეულმფრენი

თუმცა 2-დან 3 თებერვლის ღამეს რუსეთმა განაახლა უკრაინის თბოსადგურებისა და ელექტროქვესადგურების განსაკუთრებულად დაუნდობლად დაბომბვა - მარტო ერთ, კიევის მეხუთე თბოსადგურისკენ შვიდი ბალისტიკური „ისკანდერი“ გაუშვა, ძლიერად დაიბომბა ხარკოვი, დნიპრო...

გამოდის, რომ პუტინმა ტრამპი მის თხოვნაში სამი-ოთხი დღით „გადააგდო“ და ერთი კვირაც არ აცალა უკრაინელებს ამოსასუნთქად?!

2-dar-1770104565.jpg
პუტინის ოცნება -ყველა უკრაინელის სახლში ასე გაყინულ გათბობის რადიატორს მოესწროს...

მთლად ასეც არ არის, რადგან კრემლში ჯერ კიდევ 30 იანვარს განაცხადეს, რომ ტრამპის თხოვნას, უკრაინულ ენერგოობიექტებზე საჰაერო დარტყმების ერთი კვირით შეჩერებაზე, მხოლოდ 1-ელ თებერვლამდე შეასრულებდნენ და მართლაც ასე მოიქცნენ.

უბრალოდ, ტრამპმა ეს „ერთკვირიანი მორატორიუმი“ რამდენიმე დღის დაგვიანებით გააჟღერა ან კიდევ - პუტინს მართლაც 1-ელ თებერვლამდე შეუთანხმდა ამ მორატორიუმზე, მაგრამ თავის სტილში - კონკრეტული თარიღის ნაცვლად, „ერთი კვირა“ „დაახეთქა“...

ასეა თუ ისე, 2-3 თებერვლის ძლიერი საჰაერო თავდასხმების შედეგად, კიევში მეტ-ნაკლებად აღდგენილი ელექტროენერგიისა და გათბობის სისტემა ისევ მწყობრიდან გამოვიდა და უკრაინის დედაქალაქის ასი ათასობით მაცხოვრებელი ისევ გაყინული გათბობის მილების შემყურე დარჩა...

სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ უკრაინაში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა და კრემლიც სწორედ ამას ელოდებოდა, რათა „ზამთრის ომის“ ტაქტიკით გაეყინა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი სახლების გათბობის, ელექტროდენისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვებით...