"სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა" - დიმიტრი ხუნდაძე - კვირის პალიტრა

"სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა" - დიმიტრი ხუნდაძე

გუნდის შიგნით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება - სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ხალხის ძალის“ სახელით გააკეთა.

ხუნდაძის თქმით, ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება.

„უფრო მეტიც, ასეთი ხალხი პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასდროს არ მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და ამ მხრივ შეცდომებს ვუყურებთ დღესაც. უნდა გაიზარდოს რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

მან ასევე პარლამენტს მიმართა, რომ ახალარჩეულ მერებსა და საკრებულოებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცეთ. ხუნდაძის თქმით, მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა