"ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას აუკრძალავს" - პრემიერი
ესპანეთი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუკრძალავს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემების დანერგვას მოსთხოვენ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„დავიცავთ ჩვენს შვილებს ციფრული „ველური დასავლეთისგან“, - აღნიშნა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს ახალ კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის შემცველი კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
"ინტერპრესნიუსი"