"ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას აუკრძალავს" - პრემიერი - კვირის პალიტრა

"ესპანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომას აუკრძალავს" - პრემიერი

ესპანეთი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუკრძალავს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემების დანერგვას მოსთხოვენ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

„დავიცავთ ჩვენს შვილებს ციფრული „ველური დასავლეთისგან“, - აღნიშნა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს ახალ კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის შემცველი კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა