ილონ მასკი დიდ სკანდალში ეხვევა - მულტიმილიარდერი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა - კვირის პალიტრა

ილონ მასკი დიდ სკანდალში ეხვევა - მულტიმილიარდერი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

პარიზში სოციალური პლატფორმა X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. პროკურატურამ ილონ მასკი დაკითხვაზე დაიბარა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პარიზის პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა 2025 წლის იანვარში დაწყებული გამოძიების ნაწილია და იგი სოციალური პლატფორმა X-ის მიერ ალგორითმების ბოროტად გამოყენებასა და მონაცემების თაღლითურად მოპოვებას ეხება.

ასევე, პროკურატურაში აღნიშნეს, რომ გამოძიება X-ის ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატ-ბოტ Grok-ის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საჩივრებსაც მოიცავს, რაც მისი გამოყენებით სოციალურ პლატფორმაზე სექსუალური ხასიათის სურათების შექმნასა და ფლობას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა