ვინ არიან "ქუთაისური "პინკ ფლოიდის" წევრები, რომელთა ნამღერიც ინტერნეტჰიტად იქცა? - კვირის პალიტრა

ვინ არიან "ქუთაისური "პინკ ფლოიდის" წევრები, რომელთა ნამღერიც ინტერნეტჰიტად იქცა?

როკი, მძი­მე როკი, მე­ტა­ლი - მუ­სი­კის ეს ჟან­რე­ბი თა­ვის­თა­ვად არ არის მარ­ტი­ვი და ლე­გენ­და­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის - "დიფ ფარ­ფლის,“ "ლედ ზე­პე­ლი­ნი­სა,“ "პინკ ფლო­ი­დი­სა“ და "ქვი­ნის“ კომ­პო­ზი­ცი­ებს დოლ­ზე, აკორ­დე­ონ­სა და ფან­დუ­რებ­ზე ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი რომ შე­ას­რუ­ლებს, მსმე­ნელ­ში გა­ო­ცე­ბას უდა­ოდ იწ­ვევს. ჰოდა, ასე გაკ­ვირ­ვე­ბულ-აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვეს ქუ­თა­ი­სელ­მა მუ­სი­კო­სებ­მა, ანუ "ქუ­თა­ი­სელ­მა "პინკ ფლო­ი­დებ­მა“ მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რო­დე­საც მათი დაკ­რულ-ნამ­ღე­რი ვი­დე­ოს სა­ხით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

ჯგუ­ფი "ქუ­თა­ი­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ყვე­ლამ გა­იც­ნო, პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი გახ­დნენ, ტე­ლე­ე­თე­რებ­ში სტუმ­რად იწ­ვე­ვენ... ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი ახლა ambebi.ge-ს რეს­პონ­დენ­ტია და გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძე გვიყ­ვე­ბა ან­სამ­ბლის, მე­გო­ბა­რი მუ­სი­კო­სე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ.

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, თქვე­ნი გაც­ნო­ბით და­ვი­წყოთ...

- ჩემი გვა­რი სამ­ტრე­დი­ი­და­ნაა, მა­მა­ჩე­მი დიდი ჯი­ხა­ი­ში­დან იყო, დე­და­ჩე­მი - ჭი­ა­თუ­რე­ლია. მეც ჭი­ა­თუ­რა­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ვარ, მაგ­რამ ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ, კერ­ძოდ, ქვი­ტირ­ში და უკვე ბევ­რი წე­ლია.

ქუ­თა­ის­ში 1-ელი მუ­სი­კა­ლუ­რი (ათწლე­დი) და­ვამ­თავ­რე ფორ­ტე­პი­ა­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით. ან­სამ­ბლ "ქუ­თა­ის­ში“ ბას-ფან­დურ­ზე ვუკ­რავ...

- ისე, ბას-ფან­დუ­რი პირ­ვე­ლად გა­ვი­გე...

- არის კლა­სი­კუ­რი ფან­დუ­რი (რო­გორც სოლო ფან­დუ­რი) და ბას-ფან­დუ­რი. გი­ტა­რა ხომ არის ბასი და სოლო. ჰოდა, როცა ბენ­დი მუ­შა­ობს, იქ არის დრა­მი, ბას-გი­ტა­რა და სოლო გი­ტა­რა. ჩვენს ჯგუფ­ში კი აქ­ცენ­ტი დოლ­ზე, აკორ­დე­ონ­ზე, ბას-ფან­დურ­ზე, კლა­სი­კურ და სოლო ფან­დურ­ზე გა­ვა­კე­თეთ, რად­გან უცხო­ურ სიმ­ღე­რე­ბი­საც ვას­რუ­ლებთ. თო­რემ ქარ­თუ­ლებ­ზე პრობ­ლე­მა არ არის. უცხო­ურ­ში, კერ­ძოდ, როკ­ში, მძი­მე როკ­ში, მე­ტალ­ში ჟღე­რა­დო­ბა ხომ სხვა­ნა­ი­რია. ისე, სოლო გი­ტა­რის­ტი რომ არ გვყო­ლო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ გა­კეთ­დე­ბო­და. ეფექ­ტი სოლო გი­ტა­რას აქვს... გააგრძელეთ კითხვა