ლეგენდარული ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი და ლუკა ბერულავა - ვინ იქნებიან საქართველოს მედროშეები ზამთრის ოლიმპიადაზე
სულ ცოტა დრო რჩება ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც იტალიაში (მილანი/კორტინა), 6-22 თებერვალს ჩატარდება.
ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა და სამთო-სათხილამურო სპორტი იასპარეზებს 8 სპორტსმენი, რომელთაგანაც 6 ფიგურული მოციგურავეა.
გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, რომელიც ცნობილი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. ის აშშ-სია დაბადებული, არის აშშ-ის მოქალაქე. წლების განმავლობაში ასევე ფლობდა რუსეთის მოქალაქეობას და გამოდიოდა ამ ქვეყნის სახელით. 2023 წლიდან კი საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობს.
"ჩემთვის განსაკუთრებულია საქართველოს სახელით სრიალი. კარიერის დასაწყისში სინამდვილეში უნდა წარმომედგინა საქართველო ერთეულ კატეგორიაში, მაგრამ მაშინ საბუთებთან დაკავშირებულმა საკითხმა შემიშალა ხელი.. ახლა კი, როდესაც ამის შესაძლებლობა ისევ მომეცა, ეს ძალიან მაბედნიერებს. მე ქართულ ოჯახში გავიზარდე - სახლში ქართული ენა მესმოდა, ვიცავდით ქართულ ტრადიციებს, ვამზადებდით ქართულ კერძებს. როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ქართველებისგან მხარდაჭერის შეტყობინებებს ვიღებ, ეს ძალიან მახარებს. საქართველოსთან ამ კავშირს ყოველ ჯერზე ვგრძნობ, როცა კი ყინულზე გავდივარ", - ამბობს დიანა ერთ-ერთ ინტერვიუში. გააგრძელეთ კითხვა