"პაუზა დასრულდა და პუტინმა ღამით უკრაინას მძიმე დარტყმა მიაყენა... მან თავისი სიტყვა შეასრულა" - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოცხადებულ ე.წ. „ენერგეტიკულ ზავთან“ დაკავშირებით თავისი სიტყვა შეასრულა.
„პაუზა კვირადან კვირამდე გაგრძელდა. ის დასრულდა და პუტინმა გუშინ ღამით მათ მძიმე დარტყმა მიაყენა. მან თავისი სიტყვა შეასრულა. ერთი კვირა დიდი დროა. რადგან იქ ძალიან, ძალიან ცივა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
"ინტერპრესნიუსი"