"ბინძური სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა" - ილონ მასკი ესპანეთის პრემიერზე
ბინძური სანჩესი ტირანი და ესპანელი ხალხის მოღალატეა, - ასე ეხმაურება ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ სოციალურ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს.
„სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია“, - წერს მასკი X-ზე.
ცნობისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობა ამზადებს ზომებს, მათ შორის 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას.
"ინტერპრესნიუსი"