ოსი მარიონეტების "მთავრობანა" - ე.წ. პრემიერი ძამბოლატ თედეევი იქნება - კვირის პალიტრა

ოსი მარიონეტების "მთავრობანა" - ე.წ. პრემიერი ძამბოლატ თედეევი იქნება

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „პარლამენტს“ ე.წ. პრემიერ - მინისტრის თანამდებობაზე ძამბოლატ თედეევის კანდიდატურა წარუდგინა, - ამის შესახებ გაგლოევის მიერ ე.წ. პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისთვის პარლამენტის თანხმობის მისაღებად ძამბოლატ თედეევის კანდიდატურას წარვადგენ“, - ნათქვამია წერილში.

გასულ თვეში, ე.წ. მთავრობის დათხოვნისა და ე.წ. პრემიერ-მინისტრის კონსტანტინე ჯუსოევის „თანამდებობიდან“ გათავისუფლების შემდეგ ალან გაგლოევმა 35 წლის ძამბოლატ თედეევი „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.

ძამბოლატ თედეევი 2021-2023 წლებში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი „ვიცე-პრემიერისა“ და „ფინანსთა მინისტრის“ თანამდებობებს იკავებდა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა