რას აცხადებენ სუს-ში ინფორმაციაზე, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე ამერიკაშია?! - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ სუს-ში ინფორმაციაზე, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე ამერიკაშია?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

როგორც სუს-ის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა მდინარაძე თბილისშია.

„თბილისშია, სამსახურში,“ - აღნიშნეს სუს-ში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა“.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა