რას აცხადებენ სუს-ში ინფორმაციაზე, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე ამერიკაშია?!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
როგორც სუს-ის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამუკა მდინარაძე თბილისშია.
„თბილისშია, სამსახურში,“ - აღნიშნეს სუს-ში.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში „შიკრიკად გააგზავნა“.
"ინტერპრესნიუსი"