ცნობილია საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, რომელიც "მაღალი ფასების" საკითხზე იმუშავებს - კვირის პალიტრა

ცნობილია საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, რომელიც "მაღალი ფასების" საკითხზე იმუშავებს

პარლამენტის ბიურომ სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა.

14 წევრისგან შემდგარ კომისიაში შვიდი წევრი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ იქნება. ეს დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.

კომისიაში სამი წევრით იმუშავებს ფრაქცია „საქართველოსთვის“. აღნიშნული ფრაქციიდან დროებითი კომისიის წევრები არიან: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.

სამი წევრი ეყოლება პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი. დროებით კომისიაში „ევროპელი სოციალისტებიდან“ ილია ინჯია შევიდა.

დროებით საპარლამენტო კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა