"აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის " - გია ვოლსკი - კვირის პალიტრა

"აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის " - გია ვოლსკი

ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის - ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ “ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია.”

“რა თქმა უნდა, ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც. ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა. მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მსოფლიო პროცესები. საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტში იყოს განხილული. ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ კონკრეტულ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია”, - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა