"თბილისის 8 კვების ობიექტში კრიტიკული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დაფიქსირდა" - სურსათის სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში, სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში, 8 შემთხვევაში კი დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
„თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.
მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში. სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში, 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები".
"ინტერპრესნიუსი"