"თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რომ გადარჩეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტი" - გიგა ფარულავა - კვირის პალიტრა

"თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რომ გადარჩეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტი" - გიგა ფარულავა

თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება არის სპეციალური ღონისძიება მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება აბსურდია.

„იმდენად ტრაგიკულ მდგომარეობაში ვართ, არც სასაცილოა, არც სატირალი - განათლების რეფორმას ხელისუფლება ატარებს დაჩქარებული წესით, ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს? გუშინ შემოიტანეს, დღეს კი დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ და დამტკიცდეს", - ამბობს ფარულავა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა