რუსი წყვილები საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ყველაზე ხშირად საქართველოს ირჩევენ - კვირის პალიტრა

რუსი წყვილები საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ყველაზე ხშირად საქართველოს ირჩევენ

რუსი წყვილები საზღვარგარეთ დასაქორწინებლად ყველაზე ხშირად საქართველოს, თურქეთს, კვიპროსს, საბერძნეთსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებს ირჩევენ.

ამის შესახებ RBC-ის კვლევაში წერია.

ეს ქვეყნები საზღვარგარეთ ქორწილის გასამართათ რუსი წყვილებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომია, ხოლო ბიუროკრატიის თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ უმარტივეს დანიშნულების ადგილად ითვლება. კერძოდ, RBC-ის შეფასებით, ქვეყანაში დოკუმენტების სტანდარტული ნაკრებით საქორწინო წყვილების რეგისტრაციის დასრულება სწრაფად არის შესაძლებელი.

ზოგადად, საქარწინო ცერემონიის მოგზაურობასთან შერწყმის მიზნით საზღვარგარეთ ქორწილის გამართვას სულ უფრო მეტი რუსი წყვილი ირჩევს. ეს მათთვის ასობით ადამიანისგან შემდგარი ტრადიციული ბანკეტის ნაცვლად, 20-30 სტუმარზე გათვლილი ალტერნატიული ფორმატია.

RBC წერს, რომ საქართველოში ბევრი მენარდე (კონტრაქტორი) მზად არის, ეროვნული ვალუტის გარდა, გადახდა აშშ დოლარში მიიღოს, ხოლო იუსტიციის სახლში უცხოელებისთვის ოფიციალური ქორწინების რეგისტრაცია, ვადიდან გამომდინარე, 390-დან 450 დოლარამდე ღირს.

ამასთან, RBC-ის შეფასებით, საქართველოში წინასწარი საქორწილო გადახდები მინიმალურია და ხშირად თარიღის დასაჯავშნი ფიქსირებული თანხით შემოიფარგლება, დანარჩენი ნაწილის გადახდა კი მომსახურების დასრულების შემდეგ ხდება.

განაგრძე კითხვა