"მთავარი მკვლელი უკვე საქართველოშია..." - ინტერვიუ 1 წლის წინ მოკლული ბიჭის დედასთან
ერთი წელი გავიდა თბილისში მომხდარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან. 2025 წლის 17 თებერვალს 22 წლის თამაზ მთივლიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე სასტიკად მოკლეს. ახალგაზრდა სცემეს, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
დაკავებულები მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ბაირამ ალი გსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში დღეს მოხდა.
რა მოხდა 20 თებერვალს - დანაშაულის ჩადენიდან 3 დღის შემდეგ?
20 თებერვალს ბინაში მისულ პაპაშვილის დედას სახლში ცხედარი დახვდა, სწორედ მან დარეკა 112-ში და აცნობა ძალოვნებს, რომ მის სახლში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იყო. იმ დღეს გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი თაზო მთივლიშვილის დედამ. ყველაზე შემზარავი კი ის იყო, რომ ორი დღე ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას ამ უმძიმესი დანაშაულის თვითმხილველები და სამსახურებშიც კი დადიოდნენ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ფული იყო. პაპაშვილი მოითხოვდა რომ თანამშრომლებს სამსახურში სალაროდან ფული მოეპარათ და მისთვის გადაეცათ, იგივეს ითხოვდა თაზოსგან. თაზო აპროტესტებდა უფროსისთვის ფულის "მოტეხვას" და არ აკეთებდა და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი.
17:39 / 04-02-2026 ერთი წელი გავიდა თბილისში მომხდარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან. 2025 წლის 17 თებერვალს 22 წლის თამაზ მთივლიშვილი საკუთარ დაბადების დღეზე სასტიკად მოკლეს. ახალგაზრდა სცემეს, მათ შორის, მწვანილის საჭრელი დაფით. ის რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა, თუმცა, სამართალდამცავებმა თავდაპირველად 3 პირის დაკავება შეძლეს.
დაკავებულები მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ. ბრალდებულებს - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გსეინოვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ლუკა გვენეტაძე, ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძე - მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად
ბაირამ ალი გსეინოვს ინტერპოლი ამ დრომდე ეძებს, გიორგი პაპაშვილი კი საერთაშორისო ძებნის შემდეგ, რუსეთში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში დღეს მოხდა.
ბაირამ ალი გუსეინოვი და გიორგი პაპაშვილი
რა მოხდა 20 თებერვალს - დანაშაულის ჩადენიდან 3 დღის შემდეგ? 20 თებერვალს ბინაში მისულ პაპაშვილის დედას სახლში ცხედარი დახვდა, სწორედ მან დარეკა 112-ში და აცნობა ძალოვნებს, რომ მის სახლში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იყო. იმ დღეს გაიგო ეს თავზარდამცემი ამბავი თაზო მთივლიშვილის დედამ. ყველაზე შემზარავი კი ის იყო, რომ ორი დღე ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას ამ უმძიმესი დანაშაულის თვითმხილველები და სამსახურებშიც კი დადიოდნენ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ფული იყო. პაპაშვილი მოითხოვდა რომ თანამშრომლებს სამსახურში სალაროდან ფული მოეპარათ და მისთვის გადაეცათ, იგივეს ითხოვდა თაზოსგან. თაზო აპროტესტებდა უფროსისთვის ფულის "მოტეხვას" და არ აკეთებდა და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი.
თაზო მთივლიშვილიმკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ AMBEBI.GE-სთან პირველ კომენტარს აკეთებს მოკლული თაზო მთივლიშვილის დედა. ეთო აკოფაშვილი ყველა დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
"მე არ ვსაუბრობ შურისძიებისთვის, მე ვსაუბრობ სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის, ჩემი შვილი მოკლეს წინასწარი დაგეგმვით და შეთანხმებით არაადამიანური მოპყრობით, განსაკუთრებული სისასტიკით. დანაშაული სრულად დადასტურებულია ვიდეომასალის ექსპერტიზებით მტკიცებულებებით, რომელიც პროკურატურის ხელშია.