"ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
„ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში ბრძოლის ველზე 55 000 ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული ჯარისკაცები“, - აღნიშნა ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ასევე დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც უკრაინა დაკარგულად მიიჩნევს.
"ინტერპრესნიუსი"