აშშ-ში დააკავეს ქართველი კაცი, რომელსაც მილიონზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება ბრალად - კვირის პალიტრა

აშშ-ში დააკავეს ქართველი კაცი, რომელსაც მილიონზე მეტი ღირებულების ნივთების მოპარვა ედება ბრალად

აშ­შ-ის, გრინ­ვი­ჩის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2026 წლის 28 იან­ვარს და­ა­კა­ვა 48 წლის ქარ­თვე­ლი კაცი, რო­მელ­საც ბრა­ლად 1 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნივ­თე­ბის მო­პარ­ვა ედე­ბა.

რო­გორც პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, და­კა­ვე­ბა 2025 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ძარ­ცვის სე­რი­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას მოჰ­ყვა. რის შე­დე­გა­დაც გა­ი­ცა გრი­გო­ლი ჩა­ფი­ჩა­ძის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რი.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ჩა­ფი­ჩა­ძემ გა­ძარ­ცვა მრა­ვა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რო­გორც გრინ­ვიჩ­ში, ასე­ვე კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტა­ტის ქა­ლაქ ნიუ-ქა­ნა­ან­ში. მის მიერ მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, 1,015,115.00 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. გააგრძელეთ კითხვა