საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი - სად ღირს ბენზინი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი - კვირის პალიტრა

საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი - სად ღირს ბენზინი ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია.

კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემებით, საქართველო რეიტინგში 101 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. კერძოდ, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 1.13 დოლარის ფარგლებშია.

უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასები ასეთია:

სომხეთი (53-ე ადგილი) - 1.35 დოლარი;

თურქეთი (58-ე ადგილი) – 1.23 დოლარი;

საქართველო (67-ე ადგილი) – 1.13 დოლარი;

რუსეთი (83-ე ადგილი) – 81 ცენტი;

აზერბაიჯანი (87-ე ადგილი) – 65 ცენტი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მონაცემებს, მსოფლიოში ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგშია და საშუალო ფასი 3.25 დოლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი ქუვეითში და 1 ლიტრის საშუალო ფასი 35 ცენტია.

განაგრძე კითხვა