"99,9% დარწმუნებული ვარ, რომ ის ავარია მოწყობილი იყო" - რას ამბობს მამაზე, როგორ გაიცნო ზვიად გამსახურდია და წლების მერე რას ფიქრობს ბორითთან მომხდარ ტრაგედიაზე თამარ ჩხეიძე? - კვირის პალიტრა

"99,9% დარწმუნებული ვარ, რომ ის ავარია მოწყობილი იყო" - რას ამბობს მამაზე, როგორ გაიცნო ზვიად გამსახურდია და წლების მერე რას ფიქრობს ბორითთან მომხდარ ტრაგედიაზე თამარ ჩხეიძე?

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის წევ­რი, ის­ტო­რი­კო­სი თა­მარ ჩხე­ი­ძე. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრულ ვერ­სი­ას სტა­ტი­ის ბო­ლო­სი ნა­ხავთ.

რუსო:

- რო­გორ ხართ? რას საქ­მი­ა­ნობთ და სოფ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად რა­ტომ გა­დახ­ვე­დით?

- სოფ­ლად გა­დას­ვლა გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი იყო, თუმ­ცა ზო­გა­დად ყო­ველ­თვის მი­ვის­წრა­ფო­დი, რომ ბუ­ნე­ბას­თან შე­ხე­ბა მქო­ნო­და და ასე­ვე იქვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მქო­ნო­და. ეს ორი გა­რე­მო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა და სო­ფელ­ში აღ­მოვ­ჩნდით... ნა­წი­ლობ­რივ მომ­წონს, რად­გან ბუ­ნე­ბას­თან მარ­თლაც მეტი შე­ხე­ბაა, მაგ­რამ ამან მთე­ლი რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი არ არის. ამას­თა­ნა­ვე, მძაფ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პე­რი­ოდ­შიც ცოტა ძნე­ლია, ქა­ლაქთან და­ცი­ლე­ბის გამო ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხებ ამ მოვ­ლე­ნებ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი გქონ­დეს.

გარ­და ამი­სა, იქ ყოფ­ნამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან მაქვს აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და - კა­ტე­ბი და ძაღ­ლე­ბი. მაგ­რამ თუ თბი­ლის­ში ერთი ძაღ­ლი და 2 კატა იყო, აქ ისე ხდე­ბა, რომ ჩემ­თან, ეზო­ში უც­ნო­ბე­ბი უსუ­სურ ლეკ­ვებს ტო­ვე­ბენ, ან ზოგ­ჯერ კა­ტებ­საც შე­მო­მიგ­დე­ბენ ხოლ­მე. ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან კი მიყ­ვარს, მაგ­რამ რო­დე­საც რა­ო­დე­ნო­ბა შთამ­ბეჭ­და­ვი ხდე­ბა, უკვე რთუ­ლია. დრო აღარ მრჩე­ბა კი­თხვის­თვის და მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბის­თვის, რომ მივ­ხე­დო.

ნინო:

- ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, მა­მათ­ქვენს, ცნო­ბილ რე­ჟი­სორს, რეზო ჩხე­ი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობ­და. დე­და­ზე რას გვე­ტყვით?

- დე­და­ჩე­მი იყო თინა ღამ­ბა­ში­ძე. ერთ-ერთ სას­წავ­ლე­ბელ­ში მხატ­ვრულ მე­ტყვე­ლე­ბას ას­წავ­ლი­და. ძა­ლი­ან კე­თი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. შვი­ლის­თვის ყო­ველ­თვის ად­რეა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და დიდი ტკი­ვი­ლია. 44 წლის ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მი რომ გარ­და­იც­ვა­ლა. თვი­თონ 80 წლის ჯერ არ იყო.

დი­მიტ­რი:

- რა ასაკ­ში გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ცხოვ­რობ­დით დიდ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში?

- ძა­ლი­ან ადრე მოხ­და ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც მთა­ვარ სა­კი­თხად აღ­ვიქ­ვი, ის აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა კი არა, რუ­სე­თის მიერ იყო და­პყრო­ბი­ლი. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში დიდი როლი ბე­ბი­ა­ჩემ­მა ითა­მა­შა, პირ­ვე­ლად მის­გან ძა­ლი­ან უარ­ყო­ფით კონ­ტექ­სტში გა­ვი­გე, როცა კო­მუ­ნის­ტუ­რი სის­ტე­მა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ახ­სე­ნა. თან­და­თან სა­ქარ­თვე­ლოს და­პყრო­ბის მო­მენ­ტი ჩემ­თვის მთა­ვარ სა­კი­თხად იქცა - ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში თა­ვი­სი ნე­ბით კი არ იყო შე­სუ­ლი, არა­მედ რუ­სეთ­მა და­ი­პყრო. ამის აღ­ქმის შემ­დეგ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის უნდა მებ­რძო­ლა. გააგრძელეთ კითხვა